Saturday, July 26, 2014
დღე მესამე
დღეს ვისწავლეთ გუგლ-დრაივში მუშაობა. დოკუმენტების ატვირთვა-ჩამოტვირთვა. ცვლილებების შეტანა მასში. ვისწავლეთ შეკითხვების სწორად დასმა, შერჩევა. ბლუმის განახლებული ტაქსონომია დაგვეხმარა სტანდარტები შეგვერჩია მაღალი სააზროვნო უნარების შესაფასებლად. პროექტის ინდიკატორებს შევურჩიეთ მიზნები. მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო. პროექტი გავმართეთ-გავალამაზეთ და შევინახეთ გუგლ-დრაივში.
Friday, July 25, 2014
დღე-მეორე
დღეს გავეცანით ერთმანეთის საპროექტო წინადადებებს. მოვისმინეთ რეკომენდაციები, შევაჯერეთ აზრი და შევავსეთ პროექტის შაბლონი. მოვიძიეთ ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტში, ჩამოვტვირთეთ საქაღალდეში. მოვიძიეთ ინდიკატორები ე.ს.გ.დან და ჩავსვით პროექტში. ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება. შევქმენით ბუკლეტი და შევინახეთ გუგლ დრაივში.
Thursday, July 24, 2014
დღე-1.
დღეს ჩვენ გავეცანით intel სასწავლო კურსს viuewer. განვიხილეთ პროექტებით სწავლების ძირითადი კურსი, მის მნიშველობასა და აქტუალობას 21-ე საუკუნეში. შევქმენით პორტფოლიო, ბლოგი.. გავეცანით სასწავლო რესურსებს: პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი. მოცემული რესურსები შევინახეთ საქაღალდე-დოკუმენტში. მივიღეთ დავალება მეორე დღისთვის. მოვიფიქროთ პროექტი. შესანიშნავია. ხვალ გავაგრძელებთ.
Subscribe to:
Posts (Atom)