Wednesday, September 10, 2014

მეცხრე დღე

   
         დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს და დავიწყეთ პრეზენტაციები.

    პირველი პრეზენტაციას აკეთებს ალექსანდრა  ჭიპაშვილი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა აქვს არჩეული პროექტისათვის. ,,საექსკურსიოდ თანხის ხარჯვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა" . პროექტს ახორციელებს სასწავლო წლის ბოლოსათვის და ჩართული ჰყავს მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეები. მიეცა რეკომენდაცია შეფასების რუბრიკასთან დაკავშირებით. პროექტში დასაკონკრეტებელია დროის ლიმიტი.

    მეორე პრეზენტატორი არის ბორითის საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების პედაგოგი მადონა ულუმბეგაშვილი პროექტით ,,ომი და მისი შედეგები". მიეცა რეკომენდაცია სტუმრის მოწვევასთან დაკავშირებით.

    შემდეგი მომხსენებელია ბორითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი შორენა ტაბატაძე  პროექტით ,,წამებულიდან წმინდანობამდე". მიეცა რეკომენდაცია სტუმრად მოიწვიონ სასულიერო პირი, წაიყვანონ ტაძარში, მოასმენინონ საგალობლები.  მიეცა რეკომენდაცია დაეგეგმა სამომავლო პროექტი და ცოტაოდენი ცვლილება შეეტანა მოსწავლის ნამუშევარში.

      ია ლომიძე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პედაგოგი თემა: ,,ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის".მიეცა რეკომენდაცია პროექტში შეავსოს გამორჩენილი პუნქტი.   საზოგადოებისათვის საჭირო  რეკომენდაციებისა  და რჩევების ბავშვების მიერ შედგენა., აქტივობები უნდა იყოს თანმიმდევრული, თითოეული აქტივობა განხილულ-გაანალიზებული.
     
     ხათუნა გელაშვილი ნადაბურის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი. თემა:   ,,ჯაყოობა- ადამიანური ღირებულებების მტერი". საინტერესო პრეზენტატორია. წინასწარი მოძიება მასალებისა უადვილებს პროექტზე მუშაობას.

     მანანა ბარბაქაძე ბორითის საჯარო სკოლა. ისტორიის პედაგოგი. თემა: ,,ჩვენი კუთხის ადათ-წესები''.პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაცია პროცედურები აეღწერა თანამიმდევრულად.

    ნესტან გელაშვილი ნადაბურის საჯარო სკოლა. ქართული ენის პედაგოგი. თემა: ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა".  პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაცია გაემართა რამდენიმე წინადადება ლიტერატურულად.

    ნინო გელაშვილი ნადაბურის საჯარო სკოლა. უცხო ენის (გერმანული) პედაგოგი. თემა: ,,როგორ ვესალმებით ერთმანეთს-კულტურა და მისალმების ფორმები". მიეცა რეკომენდაცია შეფასების რუბრიკასთან დაკავშირებით. წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული ჯგუფის შესაფასებელი კრიტერიუმები. ჯგუფებს უნდა მიეცეს ერთნაირი სირთულის დავალებები. ნინომ უნდა ჩაასწოროს რეკომენდაციები.

     ფატი ნოზაძე უბისის საჯარო სკოლის ი.ს.ტ. პედაგოგი. თემა: ,,როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში". პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა, მიეცა რეკომენდაცია აქტივობები განეხორციელებინა თანამიმდევრულად. პროცედურებისათვის კიდევ ერთხელ გადაეხედადა დაეხვეწა წინადადებები ლიტერატურულად.

    ლელა სამხარაძე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  თემა: ,,ფიქრები ლიტერატურაზე". პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. კარგი პროექტია და წარმატებები.
   
    ლინა ჩინჩალაძე ნადაბურის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი. თემა: ,,მუსიკა სამყაროში". პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მიეცა რეკომენდაცია ჯგუფებს მისცეს ერთნაირი სირთულის დავალებები. არ აქვს მითითებული დრო.
   
   დარეჯან ლომსაძე უბისის საჯარო სკოლის პედაგოგი. თემა:,,როგორ ავაღორძინოთ სოფელი".
   
პრეზენტაცია გავაკეთე მეც. მივიღე რეკომენდაცია აქტივობების თანამიმდევრობასთან დაკავშირებით.
















No comments:

Post a Comment